fbpx

10 მიზეზი, თუ რისთვისაა სასარგებლო ქოქოსი:

  1. ხელს უწყობს სისხლში შაქრის ჯანსაღი დონის შენარჩუნებას.
  2. ქოქოსის რძე მანგანუმის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა, ხოლო ორგანიზმში მანგანუმის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს გლუკოზის აუტანლობა.
  3. ქოქოსის რძე შეიცავს სპილენძს და C ვიტამინს, რაც ეხმარება კანის ელასტიურობის შენარჩუნებას.
  4. ქოქოსი მდიდარია ფოსფორით, რომელიც კალციუმთან ერთად ხელს უწყობს ჯანსაღი და ძლიერი ძვლების შენარჩუნებას. *ამარაგებს ჩვენს ორგანიზმს საჭირო ფოსფატის მარილებით, ძვლის სათანადო სიმკვრივისა და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის.
  5. ქოქოსი ამცირებს ანემიის რისკს. დღეში 1 ჭიქა ქოქოსის რძე უზრუნველყოფს რკინის რეკომენდირებული დღიური ნორმის თითქმის მეოთხედს. *რკინის დეფიციტი კი თავისთავად შეიძლება იყოს ანემიის წყარო.
  6. ხელს უწყობს კუნთების და ნერვების მოდუნებას. ქოქოსის რძე არის მაგნიუმის კარგი წყარო, რაც აუცილებელია კუნთების ტკივილის შესამსუბუქებლად და ცენტრალური ნერვული სისტემის ჰიპერმგრძნობელობის შესამცირებლად.
  7. ქოქოსი მდიდარია ბოჭკოებით და საჭირო საკვები ნივთიერებებით, რაც ხელს უწყობს წონის შენარჩუნებას.
  8. ქოქოსის რძეში შემავალი გაჯერებული ცხიმი ორგანიზმს ეხმარება დაუყოვნებლივ მეტაბოლიზებაში და ცხიმების ენერგიად გარდაქმნაში.
  9. ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას და კალიუმის მაღალი შემცველობა შესანიშნავად მოქმედებს არტერიულ წნევაზე.
  10. ხელს უწყობს სახსრების ანთების შემცირებას. ქოქოსი შეიცავს სელენს, რომელიც კარგი ანტიოქსიდანტია. ის აკონტროლებს თავისუფალი რადიკალების დონეს ორგანიზმში, რითაც ხელს უწყობს ართრიტის სიმპტომების შემსუბუქებას.

ქოქოსი მრავალმხრივ გამოყენებადი პროდუქტია და ჰელსი სთორში ქოქოსის პროდუქტების საკმაოდ დიდი არჩევანია.

ჰელსი სთორში შეხვდებით: გახეხილი ქოქოსი, ქოქოსის ფანტელები, ქოქოსის ზეთი, რძე, ქოქოსის ნექტარი და ძმარი.

*რა თქმა უნდა, ყველა მათგანი არის ბიო, ორგანული და ვეგანური.

გამოიწერეთ სიახლეები

✨10%✨

მიიღე 10%-იანი ფასდაკლება ნებისმიერ შენაძენზე

    გამოწერა