- ზოგადი პირობები
აღნიშნული ვებგვერდი წარმოადგენს ინგ.მეწარმე სოფიო ფეიქრიშვილის საკუთრებას.
(საიდენტიფიკაციო კოდი 01005020983, ინდ. მეწარმე სოფიო ფეიქრიშვილი).
Healthy Store Georgia – მსოფლიოში არსებული ევროპული და ამერიკული ბრენდების ყველაზე მოთხოვნადი ორგანული პროდუქტები საქართველოში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
იმეილი: info@healthystore.ge
მობილური: 598 203 203
ტერმინთა განმარტება
ჩვენ – ინდ. მეწარმე სოფიო ფეიქრიშვილი, შემდგომში – მცირე მეწარმე,
თქვენ/მომხმარებელი – პირი, რომელიც შედის, რეგისტრირდება ვებგვერდზე; ასევე იურიდიული პირი, რომლის სახელითაც ფიზიკური პირი შედის ვებგვერდზე;
ვებ-გვერდით სარგებლობისას თქვენ:
- გააქვთ სურვილი მიიღოთ ვებგვერდის საშუალებით მომსახურება და განკარგოთ შესაბამისი თანხები;
- აცდებთ თანხმობას ვებგვერდის სარგებლობის პირობებზე;
- ადასტურებთ, რომ მოგვაწოდებთ სრულ და ზუსტ ინფორმაციას, ხოლო არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში დამდგარ შედეგებზე იღებთ პასუხისმგებლობას;
- დაიცავთ საავტორო და ინტელექტუალურ უფლებებს, არ განახორციელებთ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას კომერციული ან სხვა მიზნებისათვის,
- არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ვებგვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას.
- არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით, ან მსგავსი ვებგვერდების მომსახურების მიღებისათვის დამკვიდრებული წესებით.
- ვებ-გვერდით სარგებლობის ინსტრუქცია:
შეკვეთების განთავსება შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში.
სასურველი პროდუქტის მოსაძებნად შეგიძლიათ გამოიყენოთ კატეგორიები, ან საძიებო ველში ჩაწეროთ პროდუქტის დასახელება.
პროდუქტის არჩევის შემდეგ, მისი შეძენა შესაძლებელია საიტზე პროდუქტის შეკვეთის საფუძველზე (რეგიტრაციის შემდეგ). ამისათვის ნივთი უნდა მოათავსოთ ვირტუალურ კალათაში და დააჭიროთ ყიდვის ღილაკს.
რეგისტრაცია:
ვებ გვერდზე რეგისტრაციისთვის საჭიროა ზუსტი ინფორმაციის მითითება.
- სახელი, გვარი
- იმეილი
- პაროლი
დარეგისტრირებისას თქვენ მიერ მითითებული მეილისა და პაროლის საშუალებით მოახდენთ ავტორიზაციას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ თქვენი პირადი ანგარიშით სარგებლობის უფლება გაქვთ მხოლოდ თქვენ და არც სხვა ფიზიკურ/იურიდიულ პირს. მსგავსი უნებართვო სარგებლობის თავიდან აცილებასა და უნებართვო სარგებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე სრულად პასუხისმგებელია მომხმარებელი.
შეკვეთის განთავსებისთვის კი დამატებით საჭიროა შემდეგი ინფორმაციის მითითება:
- პირადი ნომერი
- მისამართი
- საკონტაქტო ნომერი
გადახდის პირობები:
- საიტზე შეძენის შემთხვევაში გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ელექტრონული ბარათით (მაგ. ვიზა / მასტერქარდი).
- საბანკო გადმორიცხვა ჩვენს ანგარიშზე – Instagram ან Facebook გვერდებზე შეძენის შემთხვევაში.
თქვენი პირადი საბანკო მონაცემების შეყვანა ხდება უშუალოდ ბანკის ვებ-გვერდზე, რაც სრულად უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას და უსაფრთხოებას.
პროდუქტის მისაღებად, საჭიროა წინასწარ სრული თანხის გადახდა.
- შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებაზე
ვებ გვერდზე არსებული ინფორმაცია (მათ შორის წესები და გამოყენების პირობები) შეიძლება შეიცვალოს წინასწარი გაფრთხილების გარეშე. მომხმარებელს ეკრძალება ვებ გვერდზე არსებული ნებისმიერი ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენება.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ჩვენ არ გვეკისრება პასუხიმგებლობა და ვალდებულება ამ ვებგვერდთან დაკავშირებით, მომხარებლის ისეთ პრობლემებზე, რომლებიც შეიძლება შეიქმნას ჩვენგან დამოუკიდებელი პირობების გამო.
- მიწოდების პირობები:
შეკვეთის მიტანა ხორციელდება შეკვეთიდან 24-48 საათის განმავლობაში.
50 ლარი და მეტი შენაძენის შემთხვევაში მიტანის სერვისი უფასოა.
ხოლო თბილისი მასშტაბით 50 ლარამდე შენაძენზე ემატება ტრანსპორტირების ღირებულება 6.5 ლარი (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თბილისის მასშტაბში არ იგულისხმება: ტაბახმელა, შინდისი, წავკისი, კოჯორი, კიკეთი, წყნეთი, ბეთანია, ახალდაბა და სხვა მიერთებული ტერიტორიები).
* მიტანა თბილისის ფარგლებს გარეთაც არის შესაძლებელი, საქართველოს ფოსტის მეშვეობით. ეს ხარჯი სრულად მომხმარებლის მიერ უნდა იყოს დაფარული.
შეკვეთის მიწოდებამდე, კურიერის მხრიდან აუცილებლად ხდება მიტანის დროის შეთანხმდება მომხმარებელთან.
მომხმარებელი ვალდებულია დათქმულ დროზე იმყოფებოდეს მითითებული მისამართზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიტანის სერვისი შესრულებულად ჩაითვლება და ხელახლა მიტანისთვის დამატებითი საფასურის გადახდა იქნება საჭირო.
შეკვეთის გაუქმების პირობები:
შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ შეკვეთიდან 1 საათის განმავლობაში. აღნიშნული უფლების გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებელს სრულად უბრუნდება თანხა.
- პრეტენზიის განცხადება:
კომპანია პასუხისმგებლობას და შესაბამისად, თანხის უკან დაბრუნების ან პროდუქტის ჩანაცვლების ვალდებულებას იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტს ნაკლი აღმოაჩნდება კურიერის მიერ მყიდველისთვის მყიდველის მისამართზე გადაცემის მომენტში. შესაბამისად, მყიდველი ვალდებულია გადაცემის მომენტშივე შეამოწმოს პროდუქტის ხარისხი და ჩაბარებიდან არაუგვიანეს 1 საათისა მოგვმართოს საკონტაქტო მეილზე/ნომერზე და გამოგვიგზავნოს ნაკლის დამამტკიცებელი ფოტოები. ამ ვადის გადაცილების შემთხვევაში, ნივთის უკან დაბრუნება/გადაცვლა/თანხის დაბრუნება აღარ მოხდება.
- პერსონალური მონაცემები
• მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის მიერ მოწოდებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, მათ შორის მისამართზე.
• ჩამონათვალი იმ ინფორმაციისა, თუ რისი შევსებაც და მოწოდებაც უწევს მომხმარებელს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, იმეილი, საკონტაქტო ნომერი, მისამართი. (საბანკო მონაცემების შეყვანა ხდება უშუალოდ ბანკის ვებ-გვერდზე, რაც სრულად უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას და უსაფრთხოებას).
• Healthy Store Georgia დაიცავს კონფიდენციალურობას მომხმარებლის მიერ შევსებული/მოწოდებული პერსონალური მონაცემების მიმართ და არ გადასცემს მათ მესამე პირებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
- Healthy Store Georgia უფლებას იტოვებს, თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია გამოიყენოს რემარკეტინგისთვის, რაც გულისხმობს მომხმარებელებისათვის Healthy Store Georgia-ს აქციებისა და კამპანიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ელ. ფოსტისა და საკონტაქტო ნომრის საშუალებით.
- უსაფრთხოების პოლიტიკა
ჩვენ ვაგროვებთ ორი სახის ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.
პირად საიდენტიფიკაციო ონფორმაცია
არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია (როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, დაბადების თარიღი და ა.შ.). ამ ინფორმაციის გაზიარების საჭიროება დღება მაგალითად ანგარიში გახსნისას.
თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე. Healthy Store Georgia იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ აღნიშნულ სერვერზე განხორცილებულ ქმედებებზე, რომლის შედეგადაც შესაძლოა მესამე პირებმა მოიპოვონ დაცული ინფორმაცია. Healthy Store Georgia ვალდებულია მსგავსი შემთხვევის დადგომის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მომხმარებელს და სამართალდამცავ ორგანოს.
პროდუქტის საფასურის გადახდისას ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ წარმოადგინოთ თქვენი ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუთენტურობის კოდი ან სხვა შესაბამისი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის დაცული გვერდის საშალებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი ბარათის ინფორმაციაზე.
თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, თქვენი ანგარიში რედაქტირების საშუალებით, გარდა იმ ინფორმაციისაა, რაც დაკავშირებულია ძველ ტრანზაქციებთან.
ასევე შეიძლება შეუძლებელი გახდეს იმ ინფორმაციის წაშლა რომელიც უკვე დარეზერვებულია ჩვენს მიერ. თქვენი ბარათის ინფორმაცია არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, არამედ განთავსებულია დაცულ გვერდზე, რომელსაც უზრუნველყოფს და მართავს ჩვენი პარტნიორი ბანკი. ამ უკანასკნელს საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა აქვს, რომელიც ჩვენი კონტროლის სფეროს არ წარმოადგენს.
არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია
ეს არის ინფორმაცია მომხარებელზე, მაგალითად როგორიცაა თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP” მისამართი. ჩვენ შეგვიძლია ავტომატურად მივიღოთ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ იმყოფებით ჩვენს ვებგვერდზე. ამ ინფორმაციის გამოყენება ხდება თქვენს მიერ მისაღები მომსახურების გასაუმჯობესებლად.
Cookies
Cookies არის ტექსტური ფაილი თქვენს კომპიუტერში, რომელიც ინახავს თქვენს მიერ მონახულებული ვებგვერდის შესახებ ინფორმაციას. ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს, რომ უფრო მარტივი და ეფექტური გავხადოთ ვებ გვერდით სარგებლობის გამოცდილება.
თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შეიძლება გამოყენებული იყოს: სტატისტიკის ანალიზისთვის, თქვენი შეკვეთის დასამუშავებლად, რემარკეტინგისთვის და ვებ გვერდის უკეთ მართვისთვის