fbpx

თამარი, იგივე შოიუ, სოიოს სოუსისგან განსხვავდება მისი დამზადების წესით.

ტრადიციული სოიოს სოუსი მზადდება ოთხი ძირითადი ინგრედიენტისგან: სოიო, წყალი, მარილი და ხორბალი. ინგრედიენტები ფერმენტირებულია რამდენიმე თვის განმავლობაში კოჯის და მორომის გამოყენებით.

თამარი, მეორეს მხრივ, არის მისოს პასტის ქვეპროდუქტი. ის გადის დუღილის პროცესს და მზადდება მსგავსი ინგრედიენტისგან: სოიო, წყალი, მარილი, კოჯი და მორომი.

თუმცა, თამარის სოუსი ხორბალს ცოტას ან საერთოდ არ შეიცავს. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში არ შეიცავს გლუტენს.

როგორ გამოვიყენოთ?

თამარის ან სოიოს სოუსი შეგვიძლია გემოვიყენოთ წვნიანებში, სოუსებსა და მარინადებში. ის ასევე კარგი არომატის გამაძლიერებელი ტოფუსთვის, სუშიისთვის, დამპინგისთვის, ბრინჯისთვის და ა.შ.

რა უნდა გავითვალისწინოთ შეძენისას?

  • პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად შუშის ჭუჭელში უნდა ინახებოდეს.
  • ბოთლი აუცილებლად გამჭვირვალე უნდა იყოს და სოუსის ფერი მუქი ყავისფერი.
  • შემადგენლობაში კონსერვანტები და სხვადსხვა დანამატები არ უნდა ჰქონდეს.
  • რადგან ნატურალური სოუსი რომელსაც ტრადიციული მეთოდით ამზადებენ 2 წლამდე ინახება და მას კონსერვანტები არ სჭირდება.
  • სასურველი ინგრედიენტები: სოიო, ხორბალი და მარილი.

საინტერესო ფაქტები თამარის სოუსზე:

  • სოიოს სოუსი მარტივად ანაცვლებს მარილსა და სანელებლებს,
  • არ შეიცავს ქოლესტერინს,
  • აქვს მხოლოდ 83 კალორია 100 მლ-ზე.
  • შეიცავს დიდი რაოდენობით ამინომჟავებსა და ვიტამინებს,
  • კვლევების მიხედვით ის სიმსივნის პროფილაქტიკისთვისაც გამოიყენება, რადგან ამცირებს თავისუფალი რადიკალების რაოდენობას.

სად შევიძინოთ?

შეძენა შესაძლებელია ჩვენი ვებ გვერდის საშუალებით:

გამოიწერეთ სიახლეები

✨10%✨

მიიღე 10%-იანი ფასდაკლება ნებისმიერ შენაძენზე

    გამოწერა