fbpx

ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭიროა 3 უმნიშვნელოვანესი წესის დაცვა:

  1. თვითდისციპლინა;
  2. საკუთარი სხეულის მოსმენა;
  3. სრულფასოვანი კვება (სწორი კვება);

ნატურალური ჰიგიენის მთავარი პრინციპია, არა დაავადების მკურნალობა, არამედ სწავლება, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან დაავადება.

რა არის ჯანსაღი კვება? რა უნდა მივირთვათ? რამდენი? და როდის?

ამ კითხვებზე პასუხი სხვადსხვაა, თუმცა ის, რომ საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი, ნატურალური, ყოველგვარი მომწამვლელი ნივთიერებებისგან თავისუფალი – ეს უნივერსალურია ყველასთვის.

სწორი კვებისთვის საჭიროა მივირთვათ ისეთი საკვები, რომელიც იძლევა საჭირო ენერგიას ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის: ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები, უჯრედისი, მინერალები, მიკროელემენტები, ვიტამინები და წყალი.

პოლ ბრეგის (ცნობილი, ამერიკელი, ჯანსაღ კვების და ფიტნესის მიმდევარის) რჩევაა:

– მოერიდოთ რთული ქიმიური წესით დამზადებულ და დაკონსერვებულ პროდუქტებს,

– მოერიდეთ ჭარბი რაოდენობით შაქარსა და მარილს,

– პერიოდულად მოიწყვეთ შიმშილის დღე (რის დროსაც ორგანიზმი თავისუფლდება დაგროვილი ზედმეტი უხარისხო საკვებისგან). ორგანიზმის დაბინძურებას იწვევს უხვად მიღებული საკვებიც.

მიიღოთ რაც შეიძლება მეტი ნატურაულური, ორგანული და სეზონური პროდუქტი!

თუ თქვენ თავს არ გძნობთ კარგად, მაგალითად თუ სულ დაღლილობის შეგრძნება გაქვთ, ან გაღიზიანებულები ხართ უმიზეზოდ, ან ძალა არ გაქვთ – აუცილებელია მოვუსმინოთ ჩვენს ორგანიზმს და შესაბამისი რეაგირება გავაკეთოთ, რადგან ჩვენი ორგანიზმისთვის კარგად ყოფნა არის ბუნებრივი მდგომარეობა!

ჯანსაღ კვებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მზის სხივების მივღება, სუფთა ჰაერი, წყლის მიღება და ფეხით სიარული.

გამოიწერეთ სიახლეები

✨10%✨

მიიღე 10%-იანი ფასდაკლება ნებისმიერ შენაძენზე

    გამოწერა