დილა იწყება წყლით.
ამ მომენტში აქტიურდება კუჭ-ნაწლავი, ივსება წყლის უკმარისობა, ორგანიზმიდან გამოიდევნება ყველა არასაჭირო ტოქსინი და გადამუშავებული პროდუქტი.
შესაბამისად უმჯობესდება ჩვენი გუნება-განწყობაც.
საშუალოდ ადამიანის ორგანიზმის 70%-ს წყალი შეადგნეს, მისი ნორმალური დონის შესანარჩუნებლად აუცილებელია წყლის მარაგის რეგულარული შევსება (რადგან ჩვენი ორგანიზმი საშუალოდ დღეში 0.5 – 1 ლიტრამდე წყალს კარგავს).
*ორგანიზმის მიერ წყლის მეათედის დაკარგვაც კი უკვე სახიფათოა, 2/10 კი – მომაკვდინებელი.
იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ორგანიზმში წყლის ადეკვატური ბალანსი, არსებობს წყლის მიღების 3 ძირითადი გზა:
- ყველაზე მარტივი და ცხადი, რა თქმა უნდა, თვითონ წყლის პირველადი სახით მიღებაა.
- მყარი პროდუქტები, მაგალითად ატამი, რომელიც 80% წყლისგან შედგება. ზოგადად, მყარი პროდუქტების საშუალოდ 25% წყალია.
- მეტაბოლიზმი, ე.წ. მეტაბოლური წყალი, რომელსაც ორგანიზმი ქიმიური რეაქციების შედეგად წარმოქმნის.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ადუღებული/ცხელი წყლის დალევის საშუალებით არ ხდება ორგანიზმში წყლის ბალანსის აღდგენა, რადგან ადუღებულ წყალს არ გააჩნია მიკროელემენტები.
სასურველი წყლის ტემპერატურა იყოს თქვენი სხეულის ტემპარატურაზე მაღალი (საშუალოდ 30-40° С), რათა უკეთესად მოხდეს მისი შეთვისება ორგანიზმის მიერ.
თუ წყლის მიღება სტანდარტული ფორმით თქვენთვის არ არის სასიამოვნო, შესაძლებელია მისი გახალისება ლიმონის/ლაიმის საშუალებით, რომელიც კიდევ უფრო სასარგებლოს გახდის ამ რიტუალს.
ასევე არაჩვეულებრივია წყლის და თაფლის კომბინაცია.