8000 წელზე მეტია ნუშის ზეთი ცნობილია, როგორც “სილამაზის ზეთი”. დედოფალი კლეოპატრა და ჟოზეფინა ბონაპარტი მას იყენებდნენ კანისა და თმის მოსავლელად.
მწარე ნუშისგან მიღებული ზეთი გამოიყენება მხოლოდ პარფიუმერულ მრეწველობაში და მედიცინისათვის.
ტკბილი ნუშის თესლიდან დამზადებული პროდუქტი ხასიათდება შესანიშნავი გემოთი და სასიამოვნო არომატით, შესაბამისად იგი გამოიყენება კულინარიაში (თუმცა, ასევე კოსმეტიკაშიც).
- ნუშის ზეთი არ შეიცავს ქოლესტერინს,
- სამაგიეროდ შეიცავს: ვიტამინებს K,A,B,E,F,
- ასევე ომეგა 6 და ომეგა 9-ს,
- ნატრიუმს, სელენს, სპილენძს, თუთიას, რკინას და სხვა მრავალ საინტერესო მიკროელემენტებს.
მაღალი ხარისხის ნუშის ზეთს უნდა ქონდეს ყვითელი ელფერი, ოდნავ მოტკბო სუნი და არ უნდა ქონდეს ნალექი. (მაგალთად, როგორცაა Croix Verte-ს ნუშის რძე, რომელიც ჰელსი სთორში იყიდება: https://healthystore.ge/product/almond-oil-250-ml/)
რეკომენდებულია მისი შენაცვა გრილ და ბნელ ადგილას.
ნუშის ზეთის გამოყენება:
- თვალის კრემის სანაცვლოდ.
- ასევე, E ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო, გამოიყენება დაბერების საწინააღმდეგო კრემის ნაცვლად.
- აქვს ძლიერი დამატებიანებელი ეფექტი, როგორც კანზე, ასევე თმაზე.
- დამწვდრობის სამკურნალო საშუალებად.
- ანტიცელულიტურ საშუალებად (რადგან დატენიანებულ კანს, ვიზუალურად ნაკლებად ეტყობა ცელულიტი).
- წონის დასაკლებად, რადგან დღეში 1 ჩაის კოვზის მიღება, ხელს უწყობს ნაწლავების განთავისუფლებას გაზებისა და ტოქსინებისგან.