fbpx

როგორ უნდა გავიგოთ რა რაოდენობა შაქარი შედის პროდუქტში?

2016 წელს FDA_ს მითითებით, აუცილებელი გახდა პროდუქციაზე შაქრის შემცველობის დატანის შემდეგი წესი:

• აუცილებლად უნდა იყოს მითითებული შაქრის სრული შემცველობა; • ამასთანავე, ჩაშლილად უნდა იყოს მითითებული პროდუქტში შაქრის ბუნებრივი
• და ხელოვნურად დამატებული შემცველობის რაოდენობები.

რას ნიშნავს “Sugar Free”?

ეს ნიშნავს, რომ პროდუქტის 1 პროციაში შაქრის შემცველობა არის 0.5 გრამზე ნაკლები (ბუნებრივიც და ხელოვნურიც ჯამურად).

რამდენი სახოების შაქარი არსებობს?

შაქრის 50ზე მეტი დასახელება არსებობს და სტატუსი „Sugar free” არ ნიშნავს, რომ პროდუქტი არ შეიცავს მაგალითად: „Dextrose“ ან „Fructose“, რაც არაფრით არის უკეთესი შაქარზე.

რას ნიშნავს “No added Sugar”?

“No added Sugar” ნიშნავს, რომ პროდუქტის დამუშავების ან შეფუთვის პროცესში არ მოხდა შაქრის დამატება. *თუმცა არ გამორიცხავს, რომ პროდუქტი ბუნებრივი სახით შეიცავდეს შაქარს.

შეჯამება

ხელოვნურად დამატებული შაქარი (added sugar) ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის არ არის აუცილებელი და ხშირად ძალიან ბევრ დაავადებასთან არის დაკავშირებული, როგორიცაა მაგალითად შეძენილი დიაბეტი, ჭარბწონიანობა, ჰორმონალური დარღვევები და სხვა.

*რაც უფრო გადამუშავებულია პროდუქტი, მით მეტი რაოდენობის შაქარი არის მასში.

*მწარმოებლები ხშირად იყენებენ შაქარს პროდუქტის ვარგისიანობის ვადის გასაზრდელად, შესაბამისად დახლზე ხშირად შეხვდებით შაქარს ისეთ პროდუქტებშიც კი, რომელშიც არ მოელით, მაგალითად საწებელში, მაიონეზში და ა.შ.

მნიშვნელოვანია არჩევანი შევაჩეროთ ნაკლები შაქრის შემცველ პროდუქციაზე (ვულისხმობთ შაქრის ნებისმიერ ალტერნატივას), რადგან მეტწილად სისხლში შაქრის შემცველობის ცვლილებაზე ყველა ერთნაირად მოქმედებს.

ჩვენი რჩევაა: მიიღოთ ის პროდუქტები, რომელებიც ბუნებრივად შეიცავს შაქარს, მაგალითად ხილი და ბოსტნეული.

გამოიწერეთ სიახლეები

✨10%✨

მიიღე 10%-იანი ფასდაკლება ნებისმიერ შენაძენზე

    გამოწერა