Healthy Store – მსოფლიოში არსებული ევროპული და ამერიკული ბრენდების ყველაზე მოთხოვნადი ორგანული პროდუქტები საქართველოში!
„Glow from within” ასეთია ჩვენი ლოზუნგი, რაც მოიაზრებს შინაგან ბედნიერებას. რაზეც ჩემი პირადი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ უდიდესი გავლენა აქვს ჯანსაღ კვებას და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების სტილს.
„ჯანსაღი ცხოვრების სტილი/წესი“ – ძალიან ხშირად გაგვიგია ეს სიტყვათა წყობა, ცოტა არ იყოს გაცვეთილი ფრაზაც კია. ყველას გვსმენია და ყველამ ვიცით რომ კარგია, მაგრამ რატომღაც ხშირ შემთხვევაში არ ვითვალისწინებთ და არ მივსდევთ ცხოვრების ამ სტილს. ამის მიზეზი ჩვენს წარმოსახვაში ძალიან რთული და არასწორი წარმოდგენაა ჯანსაღ ცხოვრებაზე.
სწორედ ამიტომ, ჩემი და Healthy Store-ის მიზანია, დავამსხვრიოთ სტერეოტიპები ჯანსაღ ცხოვრებაზე, ვისაუბროთ მეტი და ვისწავლოთ ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ , პატარა, მარტივი ცვლილებებით როგორ შეიძლება მოვუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება როგორც ჩვენს ვიზუალზე, ასევე შინაგან ბედნიერებაზე..