პასუხი არ არის ცალსახა, ნახშირწყალი შეიძლება იყოს ჩვენი მტერიც და მეგობარიც, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ნახშირწყლის რაობაზე.
ნახშირწყლები იყოფა ორ ძირითად ჯგუფად: მარტივი და რთული.
ისინი განსხვავდებიან მოლეკულურ დონეზე და ასევე ორგანიზმში მათი შეწოვის მიხედვით.
როგორია მარტივი ნახშირწყლები?
მარტივი ნახშირყწლები სწრაფად შეიწოვება სისხში და მკვეთრად ზრდის სისხში ინსულინის დონეს (ე.წ. Blood spikes), რაც არ არის სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისთვის.
ასეთი პროდუქტები მაგალითად: ნამცხვრები, თეთრი პური და ყველა ის პროდუქტი რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ხელოვნურად დამატებულ შაქარს.
როგორია რთული ნახშირწყლები?
რთული ნახშირწყლები ორზე მეტი მოლეკულისგან შედგება და საკმაოდ რთულ ორგანულ ნაერთებს წარმოადგენენ, შესაბამისად ორგანიზმში უფრო დიდხანს ხდება მათი შეწოვა და სისხლში შაქრის მკვეთრ მომატებას არ იწვევს.
ასეთი პროდუქტებია მაგალითად: ბოსტნეული, ხილი, მთელმარცვლიანი ბურღულეული და ა.შ.
დასკვნა
რთული სახის ნახშირყლები მნიშვნელოვანია ენერგიისთვის, სავსეა ვიტამინებითა, მინერალებით და უჯრედისით.
მარტივი ნახშირწყლები იწვევს: ჭარბწონიანობას, შეძენილ დიაბეტს, მეტალურ და ჰორმონალურ დაავადებებს.
WHO-ის მიერ რეკომენდებულია, რომ ჩვენი დღის რაციონის 45-65% შეადგენდეს ჯანსაღი ნახშირწყლები.
ყველა სახის ნახშირწყალი ჩვენი მტერი ნამდვილად არ არის. მნიშვნელოვანია სწორი არჩევანი გავაკეთოთ.