fbpx

Ola Bio უკურკო ქლიავი, ბიო, 200 გრ

15.95

ქლიავი, გარდა იმისა, რომ სასიამოვნო და ტკბილი გემოს პროდუქტია, აქვს გარკვეული თვისებები, რაც მას ძალიან მნიშვნელოვანს ხდის ჩვენი ჯანმრთელობისთვის. შეიცავს ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისა და მეტაბოლიზმისთვის. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ყაბზობის სამკურნალოდ.

ქლიავი არის ანტიოქსიდანტური ვიტამინების მდიდარი წყარო, როგორიცაა ვიტამინი A (მნიშვნელოვან როლს ასრულებს მხედველობისა და კანის ჯანმრთელობაში) და ვიტამინი C (აუცილებელი ვიტამინი ქსოვილების აღდგენისა და კოლაგენის წარმოებისთვის). გარდა ვიტამინებისა, ქლიავი ასევე შეიცავს მნიშვნელოვან ელემენტებს როგორიცაა: რკინა, სპილენძი, სელენი და კალიუმი. და ბოლოს, ქლიავი დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე ხილია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ჭამის შემდეგ სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონე მკვეთრად არ იზრდება. შედეგად, ის ხელს უწყობს დანაყრების შეგრძნებას და მის შენარჩუნებას უფრო დიდი ხნის განმავლობაში.

ხმელი ორგანული ქლიავი
კვებითი ღირებულება 100 გრამზე:
კალორაჟი: 291 კკალ
ცხიმი: 0 გ
ნახშირწყლები: 66 გ
ბოჭკოვანი: 8.3 გ
ცილა: 2.1 გ
მარილი: 0 გ
გამოიწერეთ სიახლეები

✨10%✨

მიიღე 10%-იანი ფასდაკლება ნებისმიერ შენაძენზე

    გამოწერა