ეს ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობი საფუარი არ არის (რომელსაც ვიყენებთ ცხობის დროს), ეს არის დეატივირებული საკვები საფუარი, რომელიც სავსეა ცილით და ვიტამინებით.
საკვები საფუარის სარგებელო თვისებები:
- შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას (30 გრამი შეიცავს 15 გრამ ცილას) და უჯრედისს (30 გრ შეიცავს 7 გრ უჯრედისს),
- ასევე მდიდარია 15 მინერალით და 18 ამინომჟავით, რომლებიც ხელს უწყობენ კუნთური მასის აღდგენას.
- საკვები საფუარი ხელს უწყობს ნაწლავის ჯანმრთელობას, განსაკუთრებით მის მიკროფლორას, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, ეხმარება ღვიძლის სწორ ფუნქციონირებას.
- საფუარი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, მანგანიუმს, სპილენძს, რკინას, თუთიას და კიდევ ბევრ საჭირო მინერალებს.
- საკვებ საფუარში არსებული В ჯგუფის ვიტამინების კომპლექსის ( მათ შორის В1 (ტიამინი), В2 (რიბოფლავინი), В3 (ციანინი), В6 (პირიდოქსინი) და В9 (ფოლიუმის მჟავა)) უზრუნველყოფს კარგი მეტაბოლიზმის შენარჩუნებას და სტრესის შემცირებას, ხელს უწყობს ჯანმრთელი კანის შენარჩუნბას.
რისი გემო აქვს საკვებ საფუარს?
გაგიკვირდებათ და საკმაოდ სასიამოვნო, ის არის ყველის ვეგანური ალტერნატივა და თქვენთვის სასურველ კერძს შემატებს ყველის არომატს (მას ვეგანურ პარმეზანსაც ეძახიან).
როგორ გამოვიყენოთ საკვები საფუარი?
საკვები საფუარის დამატება შეიძლება კრემსუპებში, მაკარონის ზემოდან მოსაყრელად, სალათებში, პიცაზე, ბოსტნეულთან ერთად და სხვა მრავლ რეცეპშია შესაძლებელი მისი გამოყენება.
სად შევიძინოთ საკვები საფუარი?
Marigold-ის საკვები საფუარის შეძენა შესაძლებელია ჩვენს ვებ გვერდზე. ამასთანავე მას დამატებული აქვს B12-იც: