Ola bio-ს შვრიის ფანტელები მუშავდება 100%-ით უგლუტენო გარემოში და მცენარეული ცილის იდეალური წყაროა.
ბოლო წლებში ჩატარებული კლინიკური კვლევები ამტკიცებს, რომ შვრია ამცირებს სისხლში LDL ქოლესტერინის (იგივე ცუდი ქოლესტერინის) რაოდენობას, სწორედ ამ მიზეზით გახდა შვრია კიდევ უფრო პოპულარული.
შვრია დიდი რაოდენობით შეიცავს B კომპლექსის ვიტამინებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
ასევე შეიცავს ვიტამინ B6-ს,თიამინს, მაგრამ ასევე კალციუმს, მაგნიუმს, რკინას და თუთიას, მცირე რაოდენობით ვიტამინ E-ს, ფოლიუმის მჟავას და კალიუმს.